Статья 74. რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის შემოწმება
Редакция №15 Сверено с действующей редакцией · 7 дек. 2010 г.
1. რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის შემოწმების მიზნით საბაჟო ორგანო უფლებამოსილია: ა) შეამოწმოს საბაჟო დეკლარაციის შესაბამისობა თანდართულ დოკუმენტებთან და წარდგენილ საქონელთან; ბ) დეკლარანტს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია დეკლარირებულ მონაცემებთან; გ) დაათვალიეროს საქონელი და აიღოს სინჯი ან/და ნიმუში.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების დრო არ უნდა აღემატებოდეს ასეთი მოქმედებებისათვის საჭირო ვადებს.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბაჟო კოდექსი
