1.ამ კოდექსის მე-8 მუხლის დებულებების გათვალისწინებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის უფლება აქვს პირს, რომელსაც შეუძლია, საქონელი წარადგინოს უფლებამოსილ საბაჟო ორგანოში.
2.თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია იწვევს პირის ვალდებულებების წარმოშობას, საბაჟო დეკლარაცია უნდა წარადგინოს შესაბამისმა პირმა ან მისმა წარმომადგენელმა. ამ კოდექსის მე-8 მუხლის დებულებების გათვალისწინებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას დეკლარანტად ითვლება საქონლის მიმღები, ხოლო საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას – საქონლის გამგზავნი, რომლებიც შესაბამისად მითითებული უნდა იყვნენ საქონლის მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებში. ამასთანავე, საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევისას დეკლარანტი აგრეთვე შესაძლოა იყოს საქონლის მფლობელი.
3.დეკლარანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რეზიდენტი ფიზიკური პირი ან საქართველოს საწარმო/ორგანიზაცია, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

