Статья 76. დეკლარირებული საქონლის შერჩევითი დათვალიერება
Редакция №15 Сверено с действующей редакцией · 7 дек. 2010 г.
1. თუ საბაჟო ორგანო ათვალიერებს დეკლარირებული საქონლის ნაწილს, შერჩევითი დათვალიერების შედეგებზე დგება აქტი, რომელიც ძალაშია მთელი დეკლარირებული საქონლისათვის.
2. თუ დეკლარანტი მიიჩნევს, რომ შერჩევითი დათვალიერების შედეგები არ შეიძლება გავრცელდეს მთელ საქონელზე, იგი უფლებამოსილია, მოითხოვოს საქონლის დამატებითი დათვალიერება.
3. თუ საბაჟო დეკლარაციაში დეკლარირებულია საქონლის რამდენიმე სახეობა, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების გამოყენებისას საქონლის თითოეულ სახეობაზე არსებული მონაცემები განიხილება ცალ-ცალკე დეკლარირებულად.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბაჟო კოდექსი
