1.საქონლის ნაწილობრივი დათვალიერების ან საქონლის ნაწილიდან აღებული სინჯის ან/და ნიმუშის ანალიზის შედეგები ვრცელდება ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ მთელ საქონელზე, თუ საბაჟო ორგანო ახორციელებს ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის ნაწილის დათვალიერებას ან საქონლის ნაწილიდან სინჯის ან/და ნიმუშის აღებას.
2.თუ მიიჩნევს, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შედეგები არ შეიძლება გავრცელდეს დანარჩენ საქონელზე, მას უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის დამატებითი დათვალიერების განხორციელება. ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ გაშვებული არ არის ან საქონელი გაშვებულია, მაგრამ დეკლარანტი დაადასტურებს, რომ მას არანაირი ცვლილება არ განუცდია.
