Статья 96. საქონლისათვის საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსის ჩამორთმევა
Редакция №15 Сверено с действующей редакцией · 7 дек. 2010 г.
1. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსი, თუ მისი გაშვების შემდეგ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ცნობილია ბათილად, აღიარებულია არარად ან გამოცხადებულია ძალადაკარგულად.
2. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსი, თუ იგი მოექცევა საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში. თავი XVI საქონლის ტრანზიტი
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბაჟო კოდექსი
