ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები არის იმ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლებიც ხორციელდება ამ დანაშაულის გამოვლენისა და გახსნის, დამნაშავეთა დადგენისა და დაკავების, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისა და მათთვის სასჯელის შეფარდების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე რომლებიც აუცილებელია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვისა და დახმარებისათვის.
2.სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას, უზრუნველყოფენ ამ დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთისათვის პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებას, დანაშაულში ბრალდებული პირების დადგენას, დაკავებას და მათ მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას.
3.სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვას, შეიმუშავებენ სავალდებულო სახელმძღვანელო მითითებებს და თავიანთი თანამშრომლებისათვის უზრუნველყოფენ სპეციალური მოსამზადებელი კურსების ან სემინარების ჩატარებას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების, მათდამი მოპყრობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საქმეთა წარმოების თავისებურებებზე.
4.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულზე ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის განხორციელებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა და მოწმეთა პირადი უსაფრთხოების დაცვას, ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნას, აგრეთვე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან.
5.საქართველოს პროკურატურა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საქმეებზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას და სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას.
6.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით საქართველოს პროკურატურის და სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იქმნება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივმოქმედ ჯგუფს უფლება აქვს , შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისაგან, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისაგან, უშუალოდ მიიღოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.
7.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახური იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით ამოწმებს შრომის პირობებს და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332 საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის კანონი №4085 – ვებგვერდი, 31.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3103 - ვებგვერდი , 11.07.2018 წ .
Изменения, которые прошла эта статья
The change designates the MIDP's competent service as responsible for inspecting working conditions and reporting suspected trafficking cases to investigative bodies.
акт об изменении №4245406The added paragraph 7 requires the competent service of the Ministry of Labour, Health and Social Affairs to inspect working conditions and report suspected trafficking cases to investigative bodies.
акт об изменении №2927109Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.