1.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების მექანიზმები არის იმ ორგანიზაციული, სამართლებრივი, კვლევითი, საგანმანათლებლო, საინფორმაციო, სოციალური და ეკონომიკური ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც მიმართულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შემცირებისაკენ, თავიდან აცილებისა და აღკვეთისაკენ.
2.სახელმწიფოს საქმიანობა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების სფეროში გულისხმობს: ა) მოკლე- და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას ქვეყანაში სიღარიბის, ეკონომიკური განვითარების დაბალი დონის, უმუშევრობისა და შესაძლებლობებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობის შემცირებისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისათვის; ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გამომწვევი მიზეზების ანალიზსა და შეფასებას; გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფორმებისა და გავრცელების მასშტაბის კვლევასა და მონაცემთა შეგროვებას ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების შემუშავების მიზნით; დ) მიგრაციის სრულყოფილ სამართლებრივ რეგულირებას, ლეგალური შრომითი მიგრაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას; ე) არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხის შემცირებას საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებით, მათ შორის, შესაბამის სახელმწიფო უწყებებში „ ცხელი ხაზების “ შექმნით, მოსახლეობის ფართო ფენებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებით, საქართველოს საპასპორტო-სავიზო სამსახურების, სასაზღვრო-გამშვები პუნქტებისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ა და საკონსულო დაწესებულებების უზრუნველყოფით საინფორმაციო მასალით საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური შრომისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ცენტრების შესახებ და სხვა ; ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა (სკოლების) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული საკითხების შეტანას; ზ) სპეციალური მოსამზადებელი კურსების ან სემინარების ორგანიზებასა და ჩატარებას იმ სახელმწიფო მოხელეთათვის, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებებს; თ) ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ადამიანის ექსპლუატაციის ხელშემწყობი ყველა ფაქტორის წინააღმდეგ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.






