Статья 3^1. ქალთა მიმართ ძალადობა
1. ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო ჩადენილი ძალადობისთვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.
2. ამ კანონის მიზნებისთვის ქალად მიიჩნევა აგრეთვე 18 წელს მიუღწეველი მდედრობითი სქესის არასრულწლოვანი. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №761 - ვებგვერდი, 25.05.2017წ. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №432 - ვებგვერდი, 04.04.2025წ.
