ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების, მათ შორის, ფინანსური მომსახურების, მიწოდება და ხელმისაწვდომობა სქესის ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე უნდა იყოს უზრუნველყოფილი. დაზღვევის მომსახურების მიწოდებისას სქესის, როგორც რისკფაქტორის, ისევე, როგორც ორსულობის/დედობის ფაქტორის, გამოყენებამ არ უნდა გამოიწვიოს განსხვავება დაზღვევის პრემიებისა და სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობების განსაზღვრისას. საქართველოს 2019 წლის 19 თებერვლის კანონი №4282 – ვებგვერდი, 25.02.2019წ. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №428 - ვებგვერდი, 04.04.2025წ.
გენდერული თანასწორობის შესახებ






