Статья 26. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების რეგისტრაცია
1. რეგისტრაციას ექვემდებარება ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი საქმიანობები: ა) ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება; ბ) 50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება; გ) წელიწადში 100 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის წინასწარი დამუშავება; დ) არანაკლებ 2 ტონა და არაუმეტეს 10 ტონა სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება; ე) ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მოწყობა და ოპერირება; ვ) წელიწადში 10 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის აღდგენა/განთავსება; ზ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის II დანართით გათვალისწინებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელიც სკრინინგის გადაწყვეტილების საფუძველზე არ დაექვემდებარა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას.
2. (ამოღებულია - 21.02.2024, №4041) .
3. ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4041 – ვებგვერდი, 06.03.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №788 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.
