Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.ნარჩენების აღრიცხვისა და სამინისტროს წინაშე შესაბამისი ანგარიშგების ვალდებულება ეკისრებათ: ა) ამ კოდექსის 24-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმიანობების განმახორციელებელ პირებს; ბ) ნარჩენების წარმომქმნელს, რომლის სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 2 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი (გარდა მუნიციპალური ნარჩენისა) ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენების შესახებ მონაცემებს იმავე ნაწილით განსაზღვრული პირები 3 წლის განმავლობაში ინახავენ. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ნაგავსაყრელის ოპერატორზე. იგი ვალდებულია აღნიშნული მონაცემები შეინახოს ნაგავსაყრელის ფუნქციონირების ვადის ამოწურვამდე და ნაგავსაყრელის დახურვის შემდგომი მოვლის პერიოდში.
3.ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულება არ ეკისრება მოსახლეობას.
4.ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმა და შინაარსი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით . საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
1. ნარჩენების აღრიცხვისა და სამინისტროს წინაშე შესაბამისი ანგარიშგების ვალდებულება ეკისრებათ: ა) ამ კოდექსის 24-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმიანობების განმახორციელებელ პირებს; ბ) ნარჩენების წარმომქმნელს, რომლის სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 2 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი (გარდა მუნიციპალური ნარჩენისა) ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენების შესახებ მონაცემებს იმავე ნაწილით განსაზღვრული პირები 3 წლის განმავლობაში ინახავენ. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ნაგავსაყრელის ოპერატორზე. იგი ვალდებულია აღნიშნული მონაცემები შეინახოს ნაგავსაყრელის ფუნქციონირების ვადის ამოწურვამდე და ნაგავსაყრელის დახურვის შემდგომი მოვლის პერიოდში. 3. ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულება არ ეკისრება მოსახლეობას. 4. ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმა და შინაარსი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით . საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.