1.ხმელეთიდან ზღვაში საყოფაცხოვრებო ნაგვის ან სხვა ნარჩენების ჩაყრა – გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან სამას ლარამდე.
2.ხმელეთიდან ზეთით, ქიმიური ნივთიერებებით, ნავთობით, მინერალური და ორგანული სასუქებით და შხამქიმიკატებით ზღვის დაბინძურება ან დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ექვსას ლარამდე.
3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან რვაას ლარამდე.
4.გემიდან, სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში საყოფაცხოვრებო (მყარი) ნარჩენების ჩაყრა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
5.20000 ტონამდე საერთო ტევადობის გემიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში იზოლირებული ბალასტური წყლების ჩაღვრა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
6.20 000 ტონა ან მეტი საერთო ტევადობის გემიდან ზღვაში იზოლირებული ბალასტური წყლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ჩაღვრა – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
7.გემიდან, სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან, მილსადენიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის ნარჩენების ან/და მასალის ჩაღვრა, ჩაყრა, ჩაშვება, აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურება – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1625 – სსმ I, №23, 24.07.2002წ., მუხ.112 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3054 – სსმ I, №26, 20.05.2010წ., მუხ.174 საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4798 – ვებგვერდი, 14.03.2016წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4303 – ვებგვერდი, 09.07.2024წ.



