Статья 44^1. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მოთხოვნების შეუსრულებლობა
1. დისტრიბუტორის მიერ ბაზარზე ისეთი პროდუქტის განთავსება, რომლის მწარმოებელიც არ არის რეგისტრირებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში ან/და არ არის მგვ-ის ორგანიზაციის წევრი ან ინდივიდუალურად არ აქვს შექმნილი მგვ-ის ორგანიზაცია, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 1 1 . მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის დისტრიბუტორის მიერ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ საქმიანობის კოლექტიურად შექმნილ მგვ-ის ორგანიზაციაში გაწევრების ან მგვ-ის ორგანიზაციის ინდივიდუალურად შექმნის გარეშე განხორციელება − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ საქმიანობის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 3 1 . მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის შესახებ ანგარიშგებასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, მათ შორის, არასწორი/არასრული ინფორმაციის წარდგენა ან რეგისტრაციის პირობების დარღვევა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
