საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 139^5. გადამყვანი კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა
გადამყვანი კომპანიის მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს გადამყვანი კომპანიის ან გადამყვანი კომპანიის წარმომადგენლის დაჯარიმებას სახმელეთო ტრანსპორტის შემთხვევაში 300 ლარის ოდენობით, საზღვაო ტრანსპორტის შემთხვევაში − 1000 ლარის ოდენობით, ხოლო საჰაერო ტრანსპორტის შემთხვევაში − 1500 ლარის ოდენობით. შენიშვნა : ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე . საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2046 – ვებგვერდი, 17.03.2014წ. მუხლი 139 6 . ავტოსადგურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა ავტოსადგურის მიერ ავტოსადგურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარამდე. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3799 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.
