ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ
Статья 42^2. შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დროებითი რეგულირება
1. ამ კანონის 9 1 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებამდე ამ კანონის: ა) 9 1 მუხლით გათვალისწინებული გენერალური ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობა, სადაც სათანადო საქმიანობა ხორციელდება, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს (ასეთი სტანდარტების არსებობის შემთხვევაში); ბ) 9 1 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.
2. ამ კანონის 22 2 მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2027 წლის 1 იანვრამდე.
