1.ფინანსური სექტორის სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობისათვის, ასევე საბანკო სექტორის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის, ადგილობრივ ბაზარზე არსებითად ახალი და ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების და ფინანსურ მომსახურებაზე მომხმარებელთა წვდომის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია იურიდიულ პირზე გასცეს პირობითი ლიცენზია კომერციული ბანკის ლიცენზირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით მინიმალურ კაპიტალთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების დროებით გამარტივებით. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პირობითი ლიცენზიის გაცემისას, რისკების შემცირების მიზნით, განსაზღვროს შესაბამისი შეზღუდვები ან/და ინდივიდუალური/დამატებითი მოთხოვნები, მათი სრულად დაკმაყოფილების ეტაპები და ვადები.
2.საბანკო საქმიანობის პირობითი ლიცენზიის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1798 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

