ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
Статья 20. ლიცენზიის სახეები
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად გასცეს, ცვლილებები შეიტანოს და გააუქმოს შემდეგი სახის ლიცენზიები: ა) საბროკერო საქმიანობის ლიცენზია; ბ) საფონდო ბირჟის ლიცენზია; გ) ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია; დ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია. 1 1 . საქართველოს ეროვნული ბანკი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემის შესახებ ან აღნიშნული ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი განცხადების მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, თუ საქართველოს ეროვნული ბანკი წინასწარ აცნობებს ლიცენზიის მაძიებელს ამის თაობაზე.
2. აკრძალულია შესაბამისი საქმიანობის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ლიცენზიის გარეშე განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3930 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.
