„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“
Статья 13. იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება სპეციალური და ღია აუქციონის ფორმით
1. იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება ხორციელდება სპეციალური და ღია აუქციონის ფორმით. თუ იჯარით გაუცემელ მიწასთან დაკავშირებით მოწყობილ სპეციალურ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული, მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი ღია აუქციონის ჩატარება.
2. სპეციალურ აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის – დასახლების (სოფლის, დაბისა და ქალაქის) და დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში საკომლო წიგნში აღრიცხულ ან/და პირადობის მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს.
3. ღია აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქესა და საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს.
4. სპეციალური და ღია აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება პრესაში და განთავსდება შესაბამისი საკრებულოს შენობაში. საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრ ის კანონი №3877 - სსმ I, № 4 8, 22. 1 2.200 6 წ., მუხ. 3 19
