Статья 14. რეგულირების ობიექტისა და სხვა სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობა ინსპექტირების პროცესში
1. ინსპექტირების პროცესში მონაწილეობენ დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეები, საჭიროების შემთხვევაში – სხვა პირები (მათ შორის, რეგულირების ობიექტის შემოწმებისას – შემოწმების ჩატარების განხორციელების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე), შემოწმებას ასევე ესწრებიან შესამოწმებელი რეგულირების ობიექტის წარმომადგენლები.
2. რეგულირების ობიექტი ვალდებულია დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში და ასევე მის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება ობიექტის ინსპექტირების პროცესში.
3. რეგულირების ობიექტის წარმომადგენლის უარი ინსპექტირების პროცესში მისი მონაწილეობის მიღების თაობაზე ან მისი ადგილზე არყოფნა არ აჩერებს ინსპექტირების მოქმედებების განხორციელებას.
