Статья 15. მოთხოვნები რეგულირების ობიექტის მიმართ ინსპექტირების ხელშეწყობისთვის
1. ობიექტის ხელმძღვანელობა ვალდებულია ინსპექტირების პროცესში დეპარტამენტის კანონიერი ქმედებების განხორციელებისას: ა) საჭიროების შემთხვევაში აღჭურვოს ინსპექტირების განმახორციელებელი პირი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს მათ ინფორმაცია უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ, გამოუყოს მათ სამუშაო ადგილი და უზრუნველყოს მათი საოფისე ტექნიკასთან (კომპიუტერი, ფაქსი, ქსეროქსი და სხვ.) ხელმისაწვდომობა; ბ) ხელი შეუწყოს ინსპექტირების განმახორციელებელ პირს თავისუფლად გადაადგილდეს ობიექტის ტერიტორიაზე, სადაც უნდა განხორციელდეს ინსპექტირებისთვის საჭირო ღონისძიებები; გ) დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მითითების შესაბამისად შეაჩეროს ობიექტის საწარმოო დანადგარებისა და მოწყობილობების სამუშაო პროცესი ან არ დაუშვას მათი გამორთვა ან მათთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვა; დ) წარადგინოს დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია, მასალები და სხვა ინფორმაცია (დანართი №2); ე) არ დაუშვას ისეთი ოპერაციების შეზღუდვა, რომლებიც აუცილებელია სინჯებისა და ნიმუშების ასაღებად; ვ) უზრუნველყოს დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში შემოწმებისათვის უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება; ზ) საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში ინსპექტირების განხორციელებისას ხელი შეუწყოს დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს კანონიერი ქმედებების განხორციელებაში, მათ შორის, დაჭერილი თევზის შემოწმების მიზნით მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ ამოიღოს წყლის ობიექტიდან ის ბადე-იარაღები, რომლებითაც ახორციელებს თევზჭერას; თ) ასევე შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
