Статья 19. მტკიცებულებები ინსპექტირების პროცესში
1. ინსპექტირების პროცესში დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეები უფლებამოსილნი არიან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში დარღვევის გამოვლენის დროს განახორციელონ იმ ნივთებისა და დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამორთმევა, რომლებიც წარმოადგენენ სამართალდარღვევის იარაღს ან უშუალო ობიექტს, ან მტკიცებულებებს.
2. დეპარტამენტის უფლებამოსილმა საჯარო მოსამსახურემ დოკუმენტის სახით არსებული მტკიცებულება უნდა მოიპოვოს შემდეგის გათვალისწინებით: ა) ქაღალდის ფორმით არსებული დოკუმენტების შემთხვევაში შემოწმებული და შესწავლილი უნდა იქნეს მათი ორიგინალები (მათი არსებობისას), ხოლო თუ ასლის გადაღებაა საჭირო, ეს უნდა მოხდეს ინსპექტირების განმახორციელებელი პირის თანდასწრებით; ბ) ელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემთა შემთხვევაში უნდა გაკეთდეს მათი ამონაბეჭდი ან ასლები ინსპექტირების განმახორციელებელი პირის თანდასწრებით.
3. დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მოითხოვოს დოკუმენტის ასლის დამოწმება რეგულირების ობიექტის წარმომადგენლის ხელმოწერითა და შესაბამისი ბეჭდით (მისი არსებობისას).
