Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.დეპარტამენტის უფლებამოსილმა საჯარო მოსამსახურემ დოკუმენტის სახით არსებული მტკიცებულება უნდა მოიპოვოს შემდეგის გათვალისწინებით: ა) ქაღალდის ფორმით არსებული დოკუმენტების შემთხვევაში შემოწმებული და შესწავლილი უნდა იქნეს მათი ორიგინალები (მათი არსებობისას), ხოლო თუ ასლის გადაღებაა საჭირო, ეს უნდა მოხდეს ინსპექტირების განმახორციელებელი პირის თანდასწრებით; ბ) ელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემთა შემთხვევაში უნდა გაკეთდეს მათი ამონაბეჭდი ან ასლები ინსპექტირების განმახორციელებელი პირის თანდასწრებით.
3.დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მოითხოვოს დოკუმენტის ასლის დამოწმება რეგულირების ობიექტის წარმომადგენლის ხელმოწერითა და შესაბამისი ბეჭდით (მისი არსებობისას).
4.ინსპექტირების განმახორციელებელი პირი ვალდებულია დაიცვას მოპოვებული მტკიცებულებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავი V ქმედებები ინსპექტირების დასრულებისას
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.