1.ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას , შემოწმების პროცედურის შედეგების გათვალისწინებით, მიეცემა ქმედუნარიან, 18 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს.
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ
1.ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას , შემოწმების პროცედურის შედეგების გათვალისწინებით, მიეცემა ქმედუნარიან, 18 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის თანხმობის საფუძველზე იღებს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის ხელმძღვანელი. ამ გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის ქვედანაყოფს.
3.სახელმწიფო საიდუმლოებასთან უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირის დაშვებისა და დაშვების გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და შეთანხმებით ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.
4.მიმოქცევისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმოქცევისათვის განკუთვნილი ნაღდი ფულის აღრიცხვასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულისა და ძვირფასი ლითონის შემცველი ფასეულობის საქართველოს ფარგლების გარეთ გადაზიდვასთან დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გასცემს საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით.
5.სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაზვერვის სააგენტოს იმ მოსამსახურეების დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სადაზვერვო საქმიანობას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმების გარეშე იღებს დაზვერვის სააგენტოს უფროსი. ამ პუნქტით განსაზღვრულ დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურეთა ნუსხას ამტკიცებს დაზვერვის სააგენტოს უფროსი.
6.სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემა ითვალისწინებს: ა) პირის მიერ „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“ დადგენილი დოკუმენტაციის წარდგენას; ბ) პირის შემოწმების პროცედურას; გ) პირის მიერ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულების აღებას; დ) პირის თანხმობას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გამო მის უფლებათა კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე; ე) ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ნორმების პირისათვის გაცნობას.
7.საიდუმლოობის გრიფების („განსაკუთრებული მნიშვნელობის“, „სრულიად საიდუმლო“, „საიდუმლო“, „შეზღუდული სარგებლობისათვის“) შესაბამისად დგინდება სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების ფორმები. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3944 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №764 - ვებგვერდი, 27.06.2025წ.
Изменения, которые прошла эта статья
The change allows the head of the Intelligence Agency to approve access to state secrets for its agents directly involved in intelligence activities, without prior SSU coordination.
акт об изменении №6532758Requires SSU consent for individual clearances, with the admitting body issuing the final decision and notifying the SSU. Also specifies currency handling rules – a procedural check, not complete control.
акт об изменении №2903187Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.