სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცედურას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 3 თვის ვადაში, ამ კანონით, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა, შემოწმების პროცედურის ჩამტარებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირის თანხმობით.
3.შემოწმების პროცედურის ჩატარების დროს დგინდება ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობა ან არარსებობა.
4.შემოწმების პროცედურის ჩამტარებელი ორგანოს დასკვნის გათვალისწინება სავალდებულოა იმ უფლებამოსილი პირისათვის, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემის შესახებ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3944 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
Изменения, которые прошла эта статья
The SSU conducts background checks within 3 months of receiving documentation, adhering to existing laws - this is an enforcement timeline clarification, not a substantive change.
акт об изменении №2903187Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.