სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ
Статья 21. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაუცემლობა
1. პირზე სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება არ გაიცემა, თუ: ა) პირი არ წარადგენს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაშვების აუცილებლობის დასაბუთებას; ბ) შემოწმების პროცედურის ჩატარების შედეგად გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, აგრეთვე სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის გათვალისწინებით, პირი საფრთხეს უქმნის ან შეუქმნის სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს, მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს; გ) პირი უარს ამბობს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულების აღებაზე ან არ არსებობს პირის თანხმობა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გამო მის უფლებათა კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე; დ) პირი თავის შესახებ არასწორ ცნობებს იძლევა.
