1.საქართველოს პარლამენტი: ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებას; ბ) საპარლამენტო კონტროლს უწევს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულებას; გ) განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის აპარატის იმ თანამდებობის პირების უფლებამოსილებას, რომლებიც საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას უზრუნველყოფენ; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებასა და დაცვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ
