1.სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობა ხდება იმ სახელმწიფო ორგანოს, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), სადაც ინახება ეს ინფორმაცია, უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის თანხმობით.
2.სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი ორგანო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას გასცემს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირთა წერილობითი თანხმობით.
3.სახელმწიფო ორგანო, საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), რომელიც მიიღებს ან/და შეიმუშავებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, ვალდებულია მის დასაცავად შექმნას და დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა პირობა. უფლებამოსილი პირი პერსონალურად აგებს პასუხს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფისათვის.
4.სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე იურიდიულ პირს. მუხლი 30. სხვა სახელმწიფოსათვის, საერთაშორისო ორგანიზაციისათვის ან სხვა სახელმწიფოს რეზიდენტი პირისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემის შეზღუდვა 1. სხვა სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციას ან სხვა სახელმწიფოს რეზიდენტ პირს ისეთი ინფორმაცია ან ინფორმაციის შემცველი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებაა ან წინასწარ არის დასაიდუმლოებული ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მისი მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე შეიძლება გადაეცეს მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების ან საქართველოს მთავრობის მოტივირებული განკარგულების საფუძველზე.
2.სხვა სახელმწიფოსთან (რომელთანაც საქართველოს არ აქვს გაფორმებული შესაბამისი შეთანხმება) ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან/სხვა სახელმწიფოს რეზიდენტ პირთან (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მიუღია შესაბამისი დაშვება) საიდუმლო კონტრაქტი (ხელშეკრულება, შეთანხმება), სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება დაიდოს საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ქვედანაყოფების მიერ სამხედრო ოპერატიულ-საბრძოლო დავალებებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ამ ოპერაციებში მონაწილე ქვეყნებთან გაცვლილ და ამ ქვეყნებისათვის გადაცემულ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე.




