ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ
Статья 30. საკრებულოს ბიურო
1. საკრებულოს ბიურო შედგება საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის (მოადგილეების), საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისაგან.
2. საკრებულოს ბიურო: ა) ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის, ასევე საკრებულოს სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამის პროექტებს; ბ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას; ამტკიცებს სამუშაო ჯგუფების დებულებებს; გ) განიხილავს საკრებულოს სხდომაზე გასატანი სამართლებრივი აქტების პროექტებზე საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებსა და წინადადებებს; დ) (ამოღებულია); ე) ისმენს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ანგარიშებს; ვ) ახორციელებს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №4131 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ.,მუხ.508
