საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ
Статья 12. საკრებულოს კომპეტენცია
საკრებულოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) საკრებულოს რეგლამენტის, საკრებულოს ორგანოების დებულებების დამტკიცება, მათში ცვლილებების შეტანა და მათი შესრულების კონტროლი; ბ) საკრებულოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის, მუდმივი და დროებითი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა და გადარჩევა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განაკვეთების ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის, მუდმივი კომისიის თავმჯდომარის და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის ყოველთვიური გასამრჯელოს ოდენობის განსაზღვრა; გ) საკრებულოს სტრუქტურის დამტკიცება; საკრებულოს კომისიების შექმნა; კომისიების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა; დ) საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა და მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა; ე) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება; ზ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; თ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი; ი) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება, მათი ოდენობების განსაზღვრა და მათი გაუქმება; კ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის განხილვა და დამტკიცება; ლ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის განვითარების სტრატეგიის დამტკიცება; მ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცების წესების დადგენა; ნ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით მიწის ნორმატიული ფასისა და საიჯარო ქირის ოდენობის დადგენა; ო) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ცალკეული ფორმების, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის და ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციების, წილის მართვის უფლებით გადაცემის წესების დამტკიცება; პ) ქალაქ თბილისის მერის და ქალაქ თბილისის მთავრობის სხვა თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი; ქალაქ თბილისის მერის ანგარიშების მოსმენა და შეფასება; ჟ) საკრებულოს მიერ შექმნილი ორგანოების ხელმძღვანელთა და სხვა თანამდებობის პირთა ანგარიშების მოსმენა; რ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქ თბილისის მთავრობისათვის კრედიტის აღებაზე თანხმობის მიცემა ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ს) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის ტერიტორიის ზონებად დაყოფა და მის საფუძველზე მიწათსარგებლობის წესების დამტკიცება; ტ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის რაიონისათვის ან უბნისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება; გამწვანების, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური ზონების გამოყოფა; მათთვის სახელწოდებების მინიჭება, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა; ტ 1 ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცება; უ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის მოსახლეობის საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისათვის სანებართვო წესების დადგენა; ფ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების წესების განსაზღვრა; ქ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღება და გაუქმება, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესების დადგენა; ღ) სახელმწიფოსა და დედაქალაქის ერთობლივი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი ორგანოების ინფორმაციის მოსმენა; ყ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ქალაქ თბილისის გერბის, დროშის, ჰიმნისა და სხვა სიმბოლოების დადგენა, მათი გამოყენების წესების განსაზღვრა; შ) ქალაქ თბილისის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების დადგენა; ჩ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში ახალი რაიონების შექმნა, არსებული რაიონების გაერთიანება, დაყოფა, გაუქმება, მათი საზღვრების დადგენა, შესაბამისი რაიონების გამგეობების შექმნა და გაუქმება, რაიონების სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებად (უბანი, სექტორი, კვარტალი, მიკრორაიონი და ა. შ.) დაყოფა; ც) დედაქალაქის საკუთრებაში არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესების დადგენა; ძ) დედაქალაქის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეულის, ქალაქ თბილისის ადმინისტრაციული რაიონის, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, გეგმარებითი რაიონის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის; მთის, ბორცვის, ხევის, მდინარის, ტბის, წყაროს; მოედნის, პროსპექტის (გამზირის); გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის; სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ტყის, საქალაქო სასაფლაოს, პანთეონის; შენობა-ნაგებობების; სატრანსპორტო სისტემის ობიექტების სახელდება საკრებულოს ნორმატიული აქტით დადგენილი წესით; ძ 1 ) საკრებულოს გადაწყვეტილების მიღება იმ საკითხზე, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არ განეკუთვნება ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილებას და აკრძალული არ არის კანონით; ძ 2 ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით; წ) ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხები. საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2093-სსმI, №22(29), 16.06.1999წ., მუხ.105 საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3419-სსმI, №7, 16.03.2004წ., მუხ.35 საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21 საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4687-სსმI, №16, 07.05.2007წ., მუხ.128 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5302-სსმI, №31, 03.08.2007წ., მუხ.354 საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5464-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.376 საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5645-სსმI, №48, 27.12.2007წ., მუხ.425 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №951-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.325 საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1559-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ.139 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2184-სსმI, №43, 16.12.2009წ., მუხ.317 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2518-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.12 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5291 - ვებგვერდი, 05.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №82 5 – ვებგვერდი, 06.08.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1077 – ვებგვერდი, 25.09.2013წ. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1230 – ვებგვერდი, 02.10.2013წ.
