ა) ქალაქისა და რაიონების საკრებულოების რეგლამენტების დამტკიცება, მათს ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რაც ეცნობება ქალაქის მერს; ბ) ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და რაციონალური ბუნებათსარგებლობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; გ) ქალაქის ბიუჯეტის დამტკიცება; დ) ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება; ე) ქალაქის საკრებულოს მდივნისა და მისი მოადგილის არჩევა; ვ) ქალაქის მასშტაბით ბაჟების, ადგილობრივი სესხების, გადასახადებისა და მოსაკრებლების, აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების შემოღება; მუხლი 13 . ქალაქის საკრებულოს სხდომებს, როგორც წესი, უძღვება საკრებულოს მდივანი, რომელსაც ქალაქის საკრებულოს წევრთაგან ირჩევენ ფარული კენჭისყრით საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. საკრებულოს მდივანი იწვევს საკრებულოს სესიებს და უძღვება მის სხდომებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების საქმიანობას; ხელს აწერს საკრებულოს მიერ მიღებულ აქტებს, გამოსცემს განკარგულებებს. საკრებულოს მდივნის წარდგინებით საკრებულო ამტკიცებს საკრებულოს მდივნის მოადგილეს (მოადგილეებს) საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. თუ საკრებულოს მდივნის წარდგენილი კანდიდატი არ იქნა დამტკიცებული, ახალ კანდიდატურას კვლავ საკრებულოს მდივანი წარადგენს. მდივნის უშუალო დავალებით ან იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს მდივანს დროებით არ შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობები, მდივნის ფუნქციებს ასულებს მისი მოადგილე. თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას საკრებულოს მდივანი, საკრებულოს მდივნის მოადგილე (მოადგილეები), მუდმივი კომისიების თავმჯდომარეები წყვეტენ საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას და მოღვაწეობენ საკრებულოში.
საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ
Статья 12. ქალაქის საკრებულოთა სესიის კომპეტენციას განეკუთვნება:
Редакция №0 Сверено с действующей редакцией · 31 авг. 1991 г.
