ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ
Статья 5. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპებია: ა) საქართველოს მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრულ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა გადაწყვეტაში; გ) (ამოღებულია – 24.11.2011, №5292); დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობა; ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა საკუთარი ფუნქციების განხორციელებაზე; ვ) (ამოღებულია); ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე; თ) სახელმწიფოსა და თვითმმართველ ერთეულს შორის, აგრეთვე თვითმმართველ ერთეულებს შორის ურთიერთობათა დაფუძნება დახმარებასა და თანამშრომლობაზე, საერთო პრობლემების ერთობლივად ნებაყოფლობით გადაჭრაზე; ი) სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის გამიჯვნა; კ) სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შორის დავის სასამართლო წესით გადაწყვეტა; ლ) ადგილობრივი თვითმმართველობის საფინანსო-ეკონომიკური დამოუკიდებლობა. საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16 საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის ორგანული კანონი №5292 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.
