ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები უზრუნველყოფენ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისათვის საჭირო, შესაბამისი სამართლებრივი, ორგანიზაციული და მატერიალურ-ფინანსური პირობების შექმნას და ხელს უწყობენ საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლების განხორციელებაში.
2.სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვალდებული არიან, იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, რომლებიც შეეხება ამ კანონით დადგენილ უფლებამოსილებებს, მოთხოვნის შემთხვევაში გამართონ წინასწარი კონსულტაციები იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან, რომლებიც აერთიანებენ ქვეყნის თვითმმართველი ერთეულების ნახევარზე მეტს.
3.თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენელთა ოფიციალური მიმართვა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისადმი, რომელიც შეეხება თვითმმართველობის ინტერესებს, განხილულ უნდა იქნეს არსებითად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
4.სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილებას ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში განეკუთვნება: ა) ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული კანონების მიღება, მათში ცვლილებების შეტანა და მათი შესრულების კონტროლი; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და ხელშეწყობის შესახებ სახელმწიფო პროგრამების დამტკიცება და განხორციელება; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში კანონით დადგენილი სახელმწიფო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა; დ) მინიმალური სახელმწიფო სოციალური სტანდარტების დადგენა და უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების ურთიერთობის რეგულირება; გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრა და უზრუნველყოფა; ვ) თვითმმართველი ერთეულებისათვის იმ დამატებითი გადასახდელების კომპენსაცია, რომლებიც გაწეული იქნა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა გადაწყვეტილებების შედეგად; ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა; თ) თვითმმართველი ერთეულისა და დასახლებების შექმნისა და გაუქმების, ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის, სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესების დადგენა და თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაცია; ი) სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებათა გამიჯვნის უზრუნველყოფა და დაცვა; კ) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაზე საქართველოს მოქალაქეთა კანონით დადგენილი უფლებების რეგულირება და დაცვა; ლ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების წესის განსაზღვრა და მათი ჩატარების უზრუნველყოფა; მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების დაცვა; მ) მაღალმთიან რეგიონებსა და კანონით განსაზღვრულ საქართველოს სხვა ტერიტორიებზე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების თავისებურებების საკანონმდებლო უზრუნველყოფა; ნ) (ამოღებულია). საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის ორგანული კანონი №3991 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.358 საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4915 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.185 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №950 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.295 საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.357
1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები უზრუნველყოფენ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისათვის საჭირო, შესაბამისი სამართლებრივი, ორგანიზაციული და მატერიალურ-ფინანსური პირობების შექმნას და ხელს უწყობენ საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლების განხორციელებაში. 2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვალდებული არიან, იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, რომლებიც შეეხება ამ კანონით დადგენილ უფლებამოსილებებს, მოთხოვნის შემთხვევაში გამართონ წინასწარი კონსულტაციები იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან, რომლებიც აერთიანებენ ქვეყნის თვითმმართველი ერთეულების ნახევარზე მეტს. 3. თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენელთა ოფიციალური მიმართვა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისადმი, რომელიც შეეხება თვითმმართველობის ინტერესებს, განხილულ უნდა იქნეს არსებითად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. 4. სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილებას ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში განეკუთვნება: ა) ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული კანონების მიღება, მათში ცვლილებების შეტანა და მათი შესრულების კონტროლი; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და ხელშეწყობის შესახებ სახელმწიფო პროგრამების დამტკიცება და განხორციელება; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში კანონით დადგენილი სახელმწიფო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა; დ) მინიმალური სახელმწიფო სოციალური სტანდარტების დადგენა და უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების ურთიერთობის რეგულირება; გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრა და უზრუნველყოფა; ვ) თვითმმართველი ერთეულებისათვის იმ დამატებითი გადასახდელების კომპენსაცია, რომლებიც გაწეული იქნა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა გადაწყვეტილებების შედეგად; ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა; თ) თვითმმართველი ერთეულისა და დასახლებების შექმნისა და გაუქმების, ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის, სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესების დადგენა და თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაცია; ი) სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებათა გამიჯვნის უზრუნველყოფა და დაცვა; კ) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაზე საქართველოს მოქალაქეთა კანონით დადგენილი უფლებების რეგულირება და დაცვა; ლ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების წესის განსაზღვრა და მათი ჩატარების უზრუნველყოფა; მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების დაცვა; მ) მაღალმთიან რეგიონებსა და კანონით განსაზღვრულ საქართველოს სხვა ტერიტორიებზე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების თავისებურებების საკანონმდებლო უზრუნველყოფა; ნ) (ამოღებულია). საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის ორგანული კანონი №3991 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.358 საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4915 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.185 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №950 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.295 საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის დეკმბრის ორგანული კანონი №2441 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.357
Изменения, которые прошла эта статья
Removal of subparagraph 'n' from paragraph 4, impacting the state's role in creating conditions for local self-government development.
акт об изменении №91150Clarification that local governments will be compensated for additional taxes levied due to decisions made by state authorities.
акт об изменении №17644The state is now explicitly responsible for ensuring the socio-economic development of high mountain regions and allocating corresponding funds in the state budget.
акт об изменении №21460State authorities are now *obligated* to conduct prior consultations with non-profit legal entities representing over half of the country’s self-governing units before making decisions on matters related to their powers.
акт об изменении №25144Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.