ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ
Статья 4^1. ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზა არის დისციპლინათაშორისი საქმიანობა, რომელიც მოიცავს სამედიცინო-ფსიქიატრიული, ფუნქციური, ფსიქოლოგიური, სოციალური ადაპტაციის და სხვა ასპექტების შეფასებ
2. ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების ძირითადი ამოცანაა პირის გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევის ხარისხის დადგენა, მისი სოციალური ადაპტაციის შეფასება და, აქედან გამომდინარე, პირის მხარდაჭერის თავისებურებების განსაზღვრა. მუხლი 5 ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების საფუძველია პირის შესახებ ფსიქიატრიული, სოციალურ-საყოფაცხოვრებო, პროფესიულ-შრომითი და ფსიქოლოგიური მონაცემების კომპლექსური შეფასება. მუხლი 6 ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზასთან დაკავშირებულ საკითხებზე დასკვნა გამოაქვს ბიუროს. მუხლი 7 ბიუროში ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩასატარებლად იქმნება მულტიდისციპლინური ჯგუფი 4 წევრის შემადგენლობით. ამ ჯგუფში შედიან ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და ოკუპაციური თერაპევტი (ან პირი, რომელიც ფიზიკური, გონებრივი ან სოციალური თვალსაზრისით ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს შერჩეული სპეციფიკური აქტივობების საშუალებით მკურნალობს). მუხლი 8 ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3087 – ვებგვერდი, 11 .07.2018წ.
