ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ
Статья 13^1. მულტიდისციპლინური ჯგუფი ექსპერტიზის ჩატარების შედეგად გასცემს დადებით ან უარყოფით დასკვნას.
2. აკრძალულია დადებითი დასკვნის გაცემა მხოლოდ იმ დიაგნოზის საფუძველზე, რომელიც ადასტურებს პირის გონებრივ/ინტელექტუალურ დარღვევას.
3. დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში უნდა მიეთითოს მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ განხორციელებული საექსპერტო მოქმედებები.
4. დადებით დასკვნაში უნდა მიეთითოს სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ რეკომენდებული ვადა.
5. ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზა ტარდება სასამართლოს მიერ მიმართვიდან 1 თვის ვადაში.
6. მულტიდისციპლინური ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.
7. მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრს კენჭისყრისგან თავის შეკავების უფლება არ აქვს.
8. მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში დასკვნას აფასებს სასამართლო.
9. განსხვავებული აზრის მქონე მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრი ვალდებულია საკუთარი მოსაზრება წერილობით დაურთოს დასკვნას. მუხლი 14 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2015 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების წესი და სტანდარტები.
