„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით
Статья 12. პენსიონერის უფლება-მოვალეობები
1. პენსიონერს უფლება აქვს: ა) მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) მიიღოს სოციალური დახმარებები ან/და სამედიცინო მომსახურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების გათვალისწინებით; გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
2. პენსიონერი ვალდებულია: ა) აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს პენსიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა; ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ. საქართველოს 2018 წლის 4 აპრილის კანონი №2117 – ვებგვერდი, 18.04.2018წ.
