„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით
Статья 7. პენსიის დაფინანსების წყარო, ოდენობა და გაანგარიშების წესი
1. პენსიის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. პენსიის ოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით, ამ კანონით დადგენილი გაანგარიშების წესისა და პირობების შესაბამისად.
2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში პენსიის ოდენობა განისაზღვრება, როგორც საქართველოს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული პენსია, გაზრდილი: ა) 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით; ბ) 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით გაზრდილი პენსიის ოდენობა 5-ის ჯერად რიცხვზე ნაკლებია, პენსიის ოდენობა მრგვალდება მეტობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე.
