Статья 3. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობა – პირის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან მისთვის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების გაწევასთან დაკავშირებული საქმიანობა; ა 1 ) საშუამავლო კომპანია − იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეების ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელების საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან; ბ) სეზონური სამუშაო – სამუშაო, რომელიც მხოლოდ გარკვეულ პერიოდში ან წელიწადის გარკვეულ დროს სრულდება, რაც კლიმატურ ან სხვა ბუნებრივ პირობებთან არის დაკავშირებული; გ) უცხოელი დამსაქმებელი – უცხოელი ან უცხოური ორგანიზაცია, რომელსაც შრომითი მოწყობის სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვს, შრომითი ურთიერთობა ჰქონდეს შრომით ემიგრანტთან, და რომელიც მის შრომას შრომითი მოწყობის სახელმწიფოში იყენებს; გ 1 ) ადგილობრივი დამსაქმებელი − საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე, ამხანაგობა, უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობა ან საქართველოში კანონიერ საფუძველზე მცხოვრები პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს, შრომითი ურთიერთობა ჰქონდეს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელთან და რომელიც იყენებს მის შრომას საქართველოში; გ 2 ) თვითდასაქმებული უცხოელი − საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი, რომელიც საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას, მათ შორის, არის ვაჭრობის, მომსახურების ან სხვა ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი დამოუკიდებელი კონტრაქტორი ან სხვაგვარად არის ჩართული სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში და ამ საქმიანობის მიზანია ფინანსური სარგებლის მიღება; დ) უცხოელი დამსაქმებლის დავალებით დადებული შრომითი ხელშეკრულება – შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც შრომით ემიგრანტთან უცხოელი დამსაქმებლის სახელით დებს ამ დამსაქმებლის დავალებით მოქმედი იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომელიც საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებულ საქმიანობას ამ კანონის შესაბამისად რეგისტრაციის საფუძველზე ახორციელებს; ე) უცხოური ორგანიზაცია – უცხოური იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სამართლებრივი სტატუსის არმქონე უცხოური ორგანიზაცია; ვ) შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულება – პირსა და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ამ კანონის შესაბამისად განმახორციელებელ იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალს (წარმომადგენლობას, მუდმივ დაწესებულებას) შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის პირისთვის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების მომსახურების (მომსახურებების) გაწევასთან დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთობებს; ზ) შრომითი ემიგრანტი – პირი, რომელიც გადის ან გასულია საქართველოდან შრომითი მოწყობის სახელმწიფოში უცხოელ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით; თ) შრომითი იმიგრანტი – საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი, რომლის მიზანია საქართველოში ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება ან რომელიც ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობას დისტანციურად ახორციელებს, ასევე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი, რომელიც არის თვითდასაქმებული; ი) შრომითი მიგრაცია – პირის საქართველოდან შრომითი მოწყობის სახელმწიფოში გასვლა უცხოელ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის სხვა სახელმწიფოდან საქართველოში შემოსვლა ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით; კ) შრომითი მოწყობის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზედაც შრომითი ემიგრანტი უცხოელ დამსაქმებელთან ანაზღაურებად შრომით საქმიანობას ახორციელებს; ლ) შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულება – უცხოელ დამსაქმებელსა და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ამ კანონის შესაბამისად განმახორციელებელ იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალს (წარმომადგენლობას, მუდმივ დაწესებულებას) შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის პირის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთობებს; მ) შრომითი ურთიერთობა – პირსა და დამსაქმებელს შორის არსებული, შრომითი მოწყობის სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობა; ნ) შრომითი ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც აწესრიგებს პირსა და დამსაქმებელს შორის არსებულ შრომით ურთიერთობას; ო) საერთაშორისო ხელშეკრულება − „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ხელშეკრულება; პ) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატი − დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მისი მფლობელი საშუამავლო კომპანია აკმაყოფილებს საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად დადგენილ პირობებსა და კრიტერიუმებს. აღნიშნულ სერტიფიკატს გასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საშუამავლო კომპანიაზე მისი სხვა საშუამავლო კომპანიისთვის ნებისმიერი ფორმით გადაცემის უფლების გარეშე; ჟ) შრომითი საქმიანობის უფლება − უფლება, რომელიც გაიცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელს ანიჭებს სპეციალურ უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა დამოუკიდებლად ან იყოს შრომით ურთიერთობაში ადგილობრივ დამსაქმებელთან საქართველოში ან დისტანციური ფორმით; რ) მომსახურების ორგანიზატორი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შედის ნებისმიერ გარიგებაში თვითდასაქმებულ უცხოელთან, რომლის შედეგადაც ეს უკანასკნელი იღებს ფინანსურ სარგებელს; ს) მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა – უცხოელის მიერ საქართველოში განხორციელებული პროფესიული საქმიანობა/მომსახურება, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადით, არ არის ადგილობრივ შრომის ბაზარზე ხანგრძლივი დასაქმება და კონკრეტულ მოკლევადიან პროექტთან, ღონისძიებასთან ან მომსახურებასთან არის დაკავშირებული. უცხოელის მიერ განსახორციელებელი მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 15 აპრილის კანონი №1509 – ვებგვერდი, 15.04.2026წ. თავი II შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო ორგანოების უფლება-მოვალეობები
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
შრომითი მიგრაციის შესახებ
