Статья 6. შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში საქართველოს სამინისტროებისა და მათ სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების, საქართველოს სახელმწიფო მინისტრებისა და მათი აპარატებ
1. შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში საქართველოს სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო მინისტრებისა და მათი აპარატების ზოგადი უფლება-მოვალეობებია: ა) შრომითი მიგრაციის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მისი განხორციელების უზრუნველყოფა; ბ) შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების მომზადება; გ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესრულება; დ) შრომითი მიგრაციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის და პარტნიორობის განვითარების ხელშეწყობა; ე) სხვა უფლებამოსილებების განხორციელება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
2. შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში საქართველოს ცალკეული სამინისტროებისა და მათ სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების სპეციფიკური უფლება-მოვალეობებია: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა.ა) პირის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოდან დამოუკიდებლად გასვლასთან ან/და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განმახორციელებელი სუბიექტის დახმარებით გასვლასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების უზრუნველყოფა; ა.ბ) შრომითი მიგრაციის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დასადებად წინადადებებისა და პროექტების მომზადება; ა.გ) შრომითი მიგრაციის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დებულებების და ანგარიშგებითი ვალდებულებების შესრულების კოორდინირება; ა.დ) შრომითი მიგრაციის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, საინფორმაციო და ანალიტიკური საქმიანობების განხორციელების ხელშეწყობა; ა.ე) შრომითი მიგრაციის სფეროში საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრულ სოციალურ პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება; ა.ვ) საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის საფუძველზე წარმოებული დოკუმენტაციის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტისგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში გამოთხოვა; ა.ზ) შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტების გამოცემა; ა.თ) საშუამავლო კომპანიების საქმიანობის სერტიფიცირება და სერტიფიცირებული საქმიანობის განმახორციელებელი საშუამავლო კომპანიების შესახებ ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა; ა.ი) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი ნორმების შესაბამისად შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის უფლების გაცემა და ამ უფლების ფარგლებში საქართველოში მათი საქმიანობის კონტროლი; ა.კ) საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტების თაობაზე ინფორმაციის სხვა სახელმწიფო უწყებებთან გაცვლის უზრუნველყოფა ამ კანონისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ა.ლ) შრომითი მიგრაციის ნორმების დაცვის მდგომარეობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; ა.მ) ამ კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით შრომით იმიგრანტზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების გაუქმება ან ამ უფლებით სარგებლობის ვადის გაგრძელება; ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ბ.ა) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს ვიზის მიმღები უცხოელების და მათზე გაცემული საქართველოს ვიზის კატეგორიების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ.ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემა; ბ.გ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარებაში მონაწილეობა; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: გ.ა) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიმღები უცხოელების და მათზე გაცემული საქართველოში ბინადრობის ნებართვის სახეების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ.ბ) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) საქმიანობის რეგისტრაცია და მისი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ.გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა; გ.დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის გაცემა; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: დ.ა) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის საქართველოში შემოსული და მყოფი უცხოელების და საქართველოში მათი შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; დ.ბ) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოდან გამსვლელი პირების აღრიცხვის წარმოება და შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; დ.გ) ამ კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლების, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის, შრომითი ბინადრობის ნებართვისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის გარეშე საქართველოში შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი უცხოელების გამოვლენა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
