Статья 5. შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებები
შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებებია: ა) შრომითი მიგრაციის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პროგრამების დამტკიცება და მათი შესრულების უზრუნველყოფა; გ) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის და შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელების მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტების დამტკიცება; დ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისა და ეროვნული შრომის ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სხვა სახელმწიფოებთან სამუშაო ძალის გაცვლის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების დადება; ე) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის, მათ შორის, შრომითი მიგრაციის მართვის საინფორმაციო სისტემის, განვითარება; ე 1 ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს (ეროვნულ) შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის (მოთხოვნისა და მიწოდების) გათვალისწინებით: ე 1 .ა) იმ პროფესიით ან სპეციალობით შრომითი მოწყობის მიზნით უცხოური სამუშაო ძალის მოზიდვის შეზღუდვა, რომელიც არ მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომლის მქონე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება საქართველოს (ეროვნულ) შრომის ბაზარზე აჭარბებს ან გადააჭარბებს მასზე მიმდინარე ან სამომავლო მოთხოვნას; ე 1 .ბ) ისეთი პროფესიით ან სპეციალობით შრომითი მოწყობის მიზნით უცხოური სამუშაო ძალის მოზიდვის წახალისება, რომელიც მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომლის მქონე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება საქართველოს (ეროვნულ) შრომის ბაზარზე ვერ აკმაყოფილებს ან ვერ დააკმაყოფილებს მასზე მიმდინარე ან სამომავლო მოთხოვნას; ვ) სხვა უფლებამოსილებების განხორციელება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
