მეტროპოლიტენში ლიანდაგზე ჩასვლა და სიარული, აგრეთვე ლიანდაგზე ისეთი საგნების დაწყობა, რომელთაც შეიძლება შეაფერხონ მატარებლების მოძრაობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე. მოძრაობის დროს ვაგონის კარის გაღება, გაჩერებაზე კარის გაღება-დახურვის განზრახ შეფერხება, საჭიროების გარეშე მატარებლისა და ესკალატორის მოძრაობის გაჩერება, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 107^2. მეტროპოლიტენში მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა
Редакция №639 Сверено с действующей редакцией · 24 июн. 2026 г.
