საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 111^4. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი და ექსპლუატაციის დადგენილი ნორმების დარღვევა
1. საერთაშორისო დანიშნულების სამოქალაქო ავიაციის აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი და ექსპლუატაციის დადგენილი ნორმების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
2. ადგილობრივი დანიშნულების სამოქალაქო ავიაციის აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი და ექსპლუატაციის დადგენილი ნორმების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
