1.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Всегда актуальная правовая база
2.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 900 ლარით. საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3500 – სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.256 საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5564 – ვებგვერდი, 13.07.2016წ. მუხლი 119 2 . ხილული გამონაბოლქვის მქონე იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა ან სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომლის გამონაბოლქვიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას არ შეესაბამება 1. ხილული გამონაბოლქვის მქონე იმ სატრანსპორტო საშუალების ქალაქ თბილისის, ქალაქ ბათუმის, ქალაქ ქუთაისის ან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მართვა, რომლის გამონაბოლქვიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, ან ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების აღნიშნული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მართვის შემთხვევაში მისი გამონაბოლქვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოწმებისთვის თავის არიდება ან შემოწმებაზე უარის თქმა – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2.ხილული გამონაბოლქვის მქონე იმ სატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომლის მართვაც ქალაქ თბილისის, ქალაქ ბათუმის, ქალაქ ქუთაისის ან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხორციელდება და რომლის გამონაბოლქვიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით.
3.ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა, თუ ამ დროს მისთვის ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 15 დღეა გასული, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1 500 ლარის ოდენობით.
4.ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა, თუ ამ დროს მისთვის ბოლოს დადებული, ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 15 დღეა გასული, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 3 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა:
1.ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.
2.პირს, რომელსაც დაედო ამ მუხლით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სახდელი, ამავე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 15 დღის განმავლობაში ჩადენისთვის არ შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სახდელი.
3.პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში იგი თავისუფლდება აღნიშნული პასუხისმგებლობისგან, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 საათის განმავლობაში სათანადო სატრანსპორტო საშუალებას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრში ინსპექტირება ჩაუტარდება და ამ ინსპექტირების შედეგად დადგინდება, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას შეესაბამება. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისთვის ინსპექტირების ჩატარებას თავისი ხარჯით უზრუნველყოფს ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, მფლობელი ან/და მესაკუთრე.
4.გზაზე შემოწმებას ექვემდებარება ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი ამ გამონაბოლქვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით. 4 1 . თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო ადმინისტრაციული სახდელის დადებისას საჯარიმო ქვითრის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს, საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) ეგზავნება. აღნიშნული საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევს ჩაჰბარდება და აღსრულდება ამ კოდექსის 290 8 მუხლით გათვალისწინებული დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარებისა და აღსრულებისთვის დადგენილი წესით.
5.ამ მუხლით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის ნორმას და ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის გზაზე შემოწმების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2023 წლის 12 ივლისის კანონი №3465 – ვებგვერდი, 24.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3668 – ვებგვერდი, 30.11.2023წ.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.