1.სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2.სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის (გარდა იმ პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება) ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მესაკუთრის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.
3.ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
4.ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. შენიშვნა:
1.ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.
2.ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, როდესაც პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, იგი მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ.
3.ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.
4.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
5.თუ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირი ან სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე/მფლობელი არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა მის კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72 საქართველოს 1991 წლის 30 იანვრის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №1, იანვარი, 1991 წ., მუხ.38 საქართველოს 1991 წლის 10 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1991 წ., მუხ.600 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649 საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.251 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5027 – სსმ I, №25, 05.07.2007წ., მუხ.225 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1505- სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.116 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2456 – სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.394 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3280 – სსმ I, №38, 16.07.2010წ., მუხ.227 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4687 – ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6173 – ვებგვერდი, 18.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2375 – ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.



