საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 125^3. თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა
1. თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი პარკირების ორგანიზების წესების დარღვევა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას − 200 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შემდეგ ორი დღის განმავლობაში სამართალდარღვევის გამოუსწორებლობა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას − 400 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების ნებაყოფლობით გადაუხდელობისას, ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის სრული ოდენობით.
4. თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილას ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისთვის თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
