საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Всегда актуальная правовая база
1.საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა (გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 1 1 . ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 1 2 . ამ მუხლის პირველი ან 1 1 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2.საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის გადაადგილების წესების დარღვევა – გამოიწვევს მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის გადაადგილებისთვის პასუხისმგებელი პირის (მეხრის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − მეპატრონის) დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.
3.ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
4.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ავტომაგისტრალზე ან საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
5.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. შენიშვნა: პირუტყვის მესაკუთრეს არ უნაზღაურდება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შედეგად პირუტყვის დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.251 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3280 – სსმ I, №38, 16.07.2010წ., მუხ.227 საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5628 – ვებგვერდი, 09.01.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №712 – ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №932 – ვებგვერდი, 08.07.2025წ.
Изменения, которые прошла эта статья
Parts 1-1² reformulated with tiered penalties for violations of traffic laws/signals/signs; increased fines for repeat offenses and if the violation causes an emergency or obstruction.
акт об изменении №6563542Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.