საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
პირის მიერ ტრანსპორტის სფეროში სათანადო ლიცენზიის/ნებართვის ან/და სერტიფიკატის/შესაბამისობის დეკლარაციის ან/და მოწმობის გარეშე საქმიანობა, ან შესაბამისი ლიცენზიის ან/და ნებართვის ან/და სერტიფიკატის/შესაბამისობის დეკლარაციის ან/და მოწმობის პირობების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოსავლენად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება. საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2963 – სსმ I, №27, 10.09.2003წ., მუხ.198 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3180 – სსმ I, №17, 30.052006წ., მუხ.125 საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3799 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი