საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 149. სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა
1. სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა – გამოიწვევს გაფრთხილებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმისა) დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების (რომლებიც დღგ-ის გადამხდელებად რეგისტრირებული არ არიან) დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის, იურიდიული პირისა და დაწესებულების (რომლებიც დღგ-ის გადამხდელებად არიან რეგისტრირებული) დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4283 – სსმ I, №5, 15.01.2007წ., მუხ.66 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3166 – სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.202 საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3448 – სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.275 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება №2/2/1344 – ვებგვერდი, 18.06.2024წ. საქართველოს 2025 წლის 19 მარტის კანონი №387 – ვებგვერდი, 19.03.2025წ.
