საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Всегда актуальная правовая база
1.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე – გამოიწვევს ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
2.იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
3.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
4.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის (შესაბამისი საქონლის) კონფისკაციით.
5.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. შენიშვნა:
1.ამ კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება და დამრღვევის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება არ ათავისუფლებს მას სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციისაგან.
2.დაუმორჩილებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების წარუდგენლობას, სამართალდარღვევის ფაქტის განგრძობადობის აღკვეთის მიზნით მიცემული სიტყვიერი მითითების შეუსრულებლობას.
3.თუ ამ მუხლის პირველი, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოჩენისას სამართალდამრღვევი ვერ დგინდება, სამართალდარღვევის საგანი კონფისკაციას ექვემდებარება.
4.სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესს ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5097 – ვებგვერდი, 03.11.2011წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1960 – ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3154 – ვებგვერდი, 30.07.2018წ.
Изменения, которые прошла эта статья
Revised: now references new provisions in Art. 103 regarding animal welfare and registration.
акт об изменении №6563908Consequential reference in penalty framework; no substantive change.
акт об изменении №6814790Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.