საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 153^7. ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევა
1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებული ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევა − გამოიწვევს წინადადების მიმცემის (ოფერენტის) ან რეკლამის დამკვეთის გაფრთხილებას.
2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2016 წლის 29 დეკემბრის კანონი №241 – ვებგვერდი, 13.01.2017წ.
