საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Всегда актуальная правовая база
2.მხარდამჭერის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1292-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 300 ლარამდე ოდენობით.
3.მხარდამჭერის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1508 1 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 300 ლარამდე ოდენობით.
4.სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულების მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1508 1 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3345 – ვებგვერდი, 31.03.2015წ. მუხლი 172 8 . საჯარო კინოჩვენებაზე ბავშვის დაშვების წესების დარღვევა 1. საჯარო კინოჩვენებაზე ბავშვის დაშვების წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
2.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5012 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5912 – ვებგვერდი, 25.05.2020წ. მუხლი 172 9 . ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა სახის ბეჭდური მედიის პუბლიკაციების ბავშვისათვის ხელმისაწვდომობის წესების დარღვევა 1. ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა სახის ბეჭდური მედიის იმ პუბლიკაციების ბავშვისათვის მიყიდვა, ჩუქება ან სხვა ფორმით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომლებიც ბავშვისათვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას შეიცავს, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5012 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5912 – ვებგვერდი, 25.05.2020წ. მუხლი 172 10 . „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა 1. ისეთი რეკლამის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ, თუ ამ რეკლამის გამავრცელებელი მის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებდა, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა − 2 500 ლარის ოდენობით.
2.არასრულწლოვანთან პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელებით მისთვის ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) მიწოდება (გაზიარება) ან/და ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა − 3 000 ლარის ოდენობით.
3.ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების სააღმზრდელო ან/და საგანმანათლებლო პროგრამაში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სააღმზრდელო ან/და საგანმანათლებლო პროგრამაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან/და აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლის მიერ ამ დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში ან/და ამავე დაწესებულების ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა − 4 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა:
1.ამ მუხლის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2.არასრულწლოვანთან პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელებით მისთვის ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა გულისხმობს ისეთ შემთხვევასაც, როდესაც სუბიექტმა არასრულწლოვანი დაუშვა იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს ინფორმაცია სიტყვიერად, ხმოვანი მოწყობილობით ან/და ვიზუალურად ვრცელდება, თუ აღნიშნულ სუბიექტს ამ არასრულწლოვანის ასეთ ტერიტორიაზე დაშვების შეზღუდვის უფლება და გონივრული შესაძლებლობა ჰქონდა. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4453 – ვებგვერდი, 03.10.2024წ. თავი XIV. მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.